თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა – ბიუჯეტიდან მოპარულ თანხას ამოიღებენ. სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

კერძოდ, მოსამართლეთა პალატის მიერ, უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9- წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია კი ირწმუნება, რომ „ცხრა მილიონი ლარიდან ერთი თეთრი არ არსებობს, რაზეც იქნებოდა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ვინმემ ეს სახლში წაიღო, ანგარიშზე გადაირიცხა და ა.შ.“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა. 29 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-საქალაქო-სასამ-4/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T00:41:58+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi