პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 9...

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა – ბიუჯეტიდან მოპარულ თანხას ამოიღებენ. სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

კერძოდ, მოსამართლეთა პალატის მიერ, უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9- წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია კი ირწმუნება, რომ „ცხრა მილიონი ლარიდან ერთი თეთრი არ არსებობს, რაზეც იქნებოდა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ვინმემ ეს სახლში წაიღო, ანგარიშზე გადაირიცხა და ა.შ.“.

  ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი