თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც თეოლოგიის მაგისტრი და სასულიერო მუსიკოლოგიის დოქტორანტი ლაშა ზაალიშვილია, განსაკუთრებული ღონისძიების მონაწილე გახდა. გუნდი საპატრიარქოს კლინიკისთვის “აკრედიტაცია კანადის” სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიაზე მოწვეული იყო, რათა ქართული საგალობლებით გაელამაზებინა ეს მნიშვნელოვანი დღე.
ლაშა ზაალიშვილის თქმით, გუნდი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, მამა გიორგი ზვიადაძის დიდი მონდომებითა და ხელშეწყობით ორი წლის წინ შეიქმნა. გუნდის წევრები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები არიან – თეოლოგები, მომავალი ხატმწერები, მართლმადიდებელი ფსიქოლოგიის სტუდენტები და საეკლესიო არქიტექტურის სპეციალისტები. ლაშა ზაალაშვილის თქმით, სემინარიაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართული გალობის შესწავლას.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა. ვეფხია ოდიშარიასა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა მოწვევით აქ მოვედით, რათა ჩვენს შესაძლებლობების ფარგლებში გაგვეხარებინა ეს დღე. არ ვიცი, რამდენად შევძელით ეს, თუმცა ჩვენთვის დიდი სიხარული იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა“, – აღნიშნა ლაშა ზაალიშვილმა.