თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.
„თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების განვითარებაში. თბილისის საკრებულოს სახელით, ვუსამძიმრებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, კოლეგებსა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 1 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-საკრებულოს-თავმ/
