ორშაბათი, მაისი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ქართველმა პარაათლეტებმა 12 მედალი მოიპოვეს

თბილისის პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ქართველმა პარაათლეტებმა 12 მედალი მოიპოვეს

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების 17 პარაათლეტმა იასპარეზა სხვადასხვა წონით კატეგორიაში და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — საქართველომ 12 მედალი მოიპოვა: 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 8 ბრინჯაოსი.

აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 240 კილოგრამის აწევით ოქროს მედალი მოიპოვა. სამი მისვლის ჯამში მან 475 კილოგრამი ასწია და მეორე ოქროს მედალიც დაიმსახურა.

ვერცხლის მედლებს საქართველოსთვის მირანდა გიგაშვილი (61 კგ) და მაკა კვინჩია (85 კგ) დაეუფლნენ. მირანდა გიგაშვილმა ორჭიდის ჯამში 200 კილოგრამის შედეგი დააფიქსირა, მაკა კვინჩიამ კი ინდივიდუალურ ასპარეზობაში 129 კილოგრამი დასძლია და საერთო ჯამში 366 კილოგრამი ასწია.

ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ:

  • თემო დადიანი (72 კგ) — 380 კგ სამი მისვლის ჯამში
  • გვანცა გულორდავა (73 კგ) — 89 კგ ინდივიდუალურად და 270 კგ სამი მისვლის ჯამში (ორი ბრინჯაო)
  • ნინო საბაშვილი (79 კგ) — 70 კგ ინდივიდუალურად და 175 კგ საერთო ჯამში (ორი ბრინჯაო)
  • გიორგი ლაცაბიძე (+107 კგ) — 227 კგ ინდივიდუალურ ასპარეზობაში

თბილისის პარაძალოსნობის მსოფლიოს თასი 2025 წელს საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართველი პარასპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსაჩენად.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი