პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება

თბილისის მერია სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია უკვე ამუშავებს დახმარების სპეციალურ პაკეტს, რომლის მიზანიც მოვაჭრეთათვის საქმიანობის განახლების ხელშეწყობაა.

400-მდე დაზარალებული პირი და სრულად განადგურებული ბაზრობა

30 აპრილს სადგურის მოედნის ტერიტორიაზე, ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს მნიშვნელოვნი მატერიალური ზიანი მოჰყვა — დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ბაზრობის ინფრასტრუქტურა მთლიანად დაიწვა. ათობით მოვაჭრემ საქონელი და სამუშაო სივრცე დაკარგა. პირველადი შეფასებით, ზარალი ათეულობით ათას ლარს აჭარბებს.

კახა კალაძის განცხადებით, მერიამ უკვე გამოყო სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები, გაფორმდა ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს.

“როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს. თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელშიც ჩართულია ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით.

პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო… მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  ვის შემოაქვს საქართველოში რძე, რძის იმპორტიორი კომპანიები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი