ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებს 27 დღის განმავლობაში რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებს 27 დღის განმავლობაში რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს

დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები, 27 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური ნაძვის ხეც 12 დეკემბერს აინთება.

„12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების პარალელურად, მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება საახალწლო ილუმინაციები, სპეციალურად დღესასწაულისთვის მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი კი სწორედ 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ ტრადიციულად ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის საახალწლო იერსახის შექმნაზე, როგორც „საახალწლო სოფელში“, ისე ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და პარკებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის - პრემიერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი