პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება“,- ნათქვამია განცხადებაში.

  „დედაქალაქში გზების რეაბილიტაცია კომუნიკაციების კაპიტალურ ცვლილებებს უკავშირდება - როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების ფუნდამენტურ, კაპიტალურ ცვლილებებს ვგულისხმობთ“-ირაკლი ბენდელიანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი