13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულად აღსანიშნავი თარიღია. სწორედ ამ დღეს, 1981 წელს, თბილისის „დინამომ“ უდიდესი წარმატება მოიპოვა — გახდა უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული.
ფინალური შეხვედრა გაიმართა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, სადაც თბილისის “დინამომ” იენას „კარლ ცაისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა. გამარჯვების გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა, რაც საბოლოოდ დინამოს გამარჯვებას განაპირობებდა.
ეს გამარჯვება დარჩა ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად ქართული და საბჭოთა სპორტის ისტორიაში. თბილისის “დინამო” გახდა იმ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო გუნდი.
დღეს, 13 მაისს, ამ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა.
„დინამოს“ ფანებისთვის და ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის ეს თარიღი კვლავაც განსაკუთრებული სიამაყის დღეა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია