თბილისის დაკარგული ისტორია:
კალოუბნის ეკლესია და ჰაუპტვახტი
წმ. გიორგის სახელობის კალოუბნის ეკლესია მდებარეობდა დღევანდელი რუსთაველის გამზირის და ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, მაშინდელი ჰაუპტვახტის (კომისარიატის) შენობის უკან.
ეკლესიაც და ჰაუპტვახტის შენობაც ბოლშევიკებმა ააფეთქეს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ და მათ ადგილას კინოთეატრი “რუსთაველი” (რუსთაველის გამზირზე) და საცხოვრებელი სახლი ( ფურცელაძის ქუჩაზე ) ააშენეს.
კალოუბნის ეკლესიასთან არსებობდა სამრევლო სკოლა , რომელიც საბაზისო განათლებას აძლევდა თბილისელ მოზარდებს ( ამ სამრევლო სკოლაში სწავლობდა გრიგოლ ორბელიანი).
ჰაუპტვახტის შენობა აგებულ იქნა მე -19 საუკუნის 10-იან წლებში.იგი წარმოადგენდა კლასიციზმის ერთ – ერთ პირველ ნაგებობას თბილისში.
1939 წელს ჰაუპტვახტის ადგილას აგებულ შენობაში განთავსდა კინოთეატრი
” რუსთაველი”, არქიტექტორი ნიკოლოზ სევეროვი. შენობის თაღოვან ნიშებში ვ.თოფურიძის და შ. მიქატაძის მიერ შესრულებული ქანდაკებები იქნა განთავსებული. კინოთეატრი ” რუსთაველი” მიხეილ ჭიაურელის ფილმით – ” დიადი განთიადი ” გაიხსნა.
შენობას 1988 წელს მიენიჭა ძეგლის სტატუსი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


