ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები...

თბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები აღიკვეთა – შემოსავლების სამსახური

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს“ – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების  მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  თურქული მედია: საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას თურქული და ქართული მხარეები ერთობლივად აწარმოებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი