ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„თავისი ოთახი, საჭმელი და ტანსაცმელი ექნებათ - კიდევ ორი ადამიანი აღარ დაიძინებს...

„თავისი ოთახი, საჭმელი და ტანსაცმელი ექნებათ – კიდევ ორი ადამიანი აღარ დაიძინებს ქუჩაში… სულ, თბილისში 6 ადამიანი დაგვრჩა გარეთ…“ – უსახლკაროების დასახმარებლად კიდევ ორი საცხოვრებელი კონტეინერი განთავსდა

თბილისში მოხალისეებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების ძალისხმევით, ქუჩაში მცხოვრები კიდევ ორი ადამიანი თავშეფარით იქნება უზრუნველყოფილი.

მოხალისეებისა და საზოგადოებრივი აქტივისტები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ.

„საღამოს კარგი ამბები 💫😍ერთის ნაცვლად ორი საცხოვრებელი კონტეინერი დავდგით და კიდევ ორი ადამიანი აღარ დაიძინებს ქუჩაში ❤️თავისი ოთახი, საჭმელი და ტანსაცმელი ექნებათ ❤️
სულ, თბილისში 6 ადამიანი დაგვრჩა გარეთ. მათ გარდა, ვისთანაც კონტაქტი შეუძლებელია, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. მათი რამით დახმარება, სამწუხაროდ მართლა შეუძლებელია
ამათ, ყველას, თქვენი მოწერილით და დარეკილით ვპოულობთ და ასევე თქვენთან ერთად ვეხმარებით. თუ იქვე დახმარებას ვერ შეძლებთ ხოლმე, არ დაგეზაროთ და დამირეკეთ ან მომწერეთ, როცა დაინახავთ რომ გვიან ღამით, ქუჩაში ადამიანს სძინავს. ჯერ ისევ სიცივეა და ჩათვალეთ, ადამიანს გადაარჩენთ ❤️ ამათთვის, საწოლზე ძილი რამდენს ნიშნავს არ იცით ❤️
ყველას, ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის“
 

  „დედაჩემი მაგარი ვაჟკაცი ქალია, მებრძოლი ხასიათი დედასგან მაქვს“ - ლაშა ბექაური
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი