ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"თავდახრილი ვიდექი, უეცრად ჯერ მამაოს ფეხსაცმელი გამოჩნდა, შემდეგ, ოლარის მთელ სიგრძეზე ამოქარგული...

“თავდახრილი ვიდექი, უეცრად ჯერ მამაოს ფეხსაცმელი გამოჩნდა, შემდეგ, ოლარის მთელ სიგრძეზე ამოქარგული მამა გაბრიელი. ეს ჩემთვის საოცრება იყო. მოძღვარი მამა ლუკა აღმოჩნდა”

“ბრძოლა – ბერი გაბრიელი” – ასეთია ფილმის სახელწოდება, რომელსაც რეჟისორი გიორგი კაჭარავა იღებს. გადაღებებს წინ უძღვოდა 12-წლიანი ბრძოლა,­ ბევრი წინააღმდეგობის და ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გადალახვა. ეს არის პირველი მხატვრული ფილმი, რომე­ლშიც ნაჩვენები იქნება მამა გაბრიელის ცხოვრების გზა ერისკაცობიდან სალოსობამდე.­ ფილმში წმინდანის როლს მსახიობი ზურა ავსაჯანიშვილი ასრულებს.

– ზურა, როდესაც დაგიკავშირდნენ და გითხრეს, მამა გაბრიელის როლზე მოიაზრებოდით, როგორი იყო თქვენი ემოცია?

– ვიცი, რომ მამა გაბრიელის როლის­ შემსრულებელს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სხვა ყველა როლზე მსახიობები­ განაწილებული იყვნენ. მამა გაბრიელის როლზე დამტკიცებული იყო ჩემი მეგობარი­ ვახტანგ ნოზაძე (ახლა ის ფილმში­ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს) და მან შესთავაზა­ რეჟისორს, იქნებ მთავარ როლზე­ ზურა ავსაჯანიშვილი მოგესინჯათო. დამირეკეს, მივედი, ძალიან თბილი გარემო დამხვდა. თეატრში დიდი ხანია ვთამაშობ და ჩემი ადგილი მაქვს, მაგრამ კინოში მთავარი როლებით განებივრებული ნაკლებად ვარ. ეს გარემო ძალიან მესიამოვნა, სინჯები გავიარეთ, ძალიან მალე ოთახში მთელი შემოქმედებითი ჯგუფი შემოვიდა და მითხრეს, რომ მამა გაბრიელის როლი უნდა შემესრულებინა. დიდ სიხარულთან ერთად კიდევ რა ემოცია მქონდა, ახსნა მიჭირს. იმ წუთშიც რაღაცნაირი რეაქცია მქონია, ეს ვინც ნახა, გახსენებისას იცინიან ხოლმე. გავაცნობიერე, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო საკუთარ თავზე. ამ როლის თამაში რთულიც არის და საამაყოც.

– როგორი იყო სამზადისი? ვიცი, რომ მამა გაბრიელის ჩანაწერებს, ქადაგებებს უსმენდით, ინტონაციას, ხმის ტემბრს აკვირდებოდით.

– დიახ, ბევრი რამ გცოდნიათ. როდესაც მსახიობი ახალ როლზე მუშაობას იწყებს, ცდილობს, წარმოსახვაში არსებული­ პერსონაჟი გააცოცხლოს… ამ შემთხვევაში­ საქმე სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებდა. უნდა შემესრულებინა ზეადამიანის­ როლი, რომელიც წმინდანია და გადასაღებ მოედა­ნზეც რომ მეძახდნენ – გაბრიელ! თავს ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობდი. მაყურებლის წინაშე მართალი რომ ვყოფილიყავი, დავიწყე ჩანაწერების მოძიება, ხშირად ვუსმენდი, ცოტათი მაინც მიმსგავსებული რომ ვყოფილიყავი. მუშაობის პროცესში მივხვდი, ეს მიდგომა კარგი იყო, მაგრამ ცოტა მცდარიც.

  „ეს თემა სულ მაწუხებს და გავაჟღერებ, თუ შეიძლება.. ვინმეს თუ ოდესმე მოგეჩვენათ, რომ არ მოგესალმეთ, მერწმუნეთ, რომ ნამდვილად მოგეჩვენათ“ – რა გადახდა წლების წინ მაია დარსმელიძეს

ვიფიქრე, ამ როლში­ მთელ ჩემს შესაძლებლობას ჩავდებ, ისე ვითა­მაშებ, ღვთის და მამა გაბრიელის წყალობით, როგორი შთაგონებაც მომივა-მეთქი. იმ პერიოდში მთლიანად დამოკიდებული ვიყავი, ეს უხილავი ძალა რას მიმანიშნებდა, რას და როგორ მათქმევინებდა… შეიძლება მისტიკურად გეჩვენოთ, მაგრამ მე ასე მჯეროდა და მინდოდა კიდეც, რომ ასე ყოფილიყო. გადაღებებისას ვიღაც მამოძრავებდა და ეს ვიღაც ალბათ თავად მამა გაბრიელი იყო.

– მამა გაბრიელის თანადგომა და მის მიერ მომხდარი სასწაულები არაერთ ადამიანს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. სანამ ამ როლზე დაგამტკიცებდნენ, როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ?

– უფლის რწმენა ჩემში, ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო, მაგრამ რწმენაში ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს ვარ, აქამდე არ ვყოფილვარ. როდესაც ამ როლზე დამამტკიცეს, მეუღლემ მითხრა, ჩვენთან ახლოს, მაცხოვრის სახელობის ტაძარში, მამა შალვა­ კეკელიასთან მივსულიყავი და მისთვის ეს ამბავი მეთქვა. მამა შალვა ტაძარში არ დამხვდა, მესანთლემ მითხრა, დიდი ხანი არ იქნება, მაგრამ ახლა ტაძარში სხვა მამაო არისო.

მესმოდა, მოშორებით მამაო გალობდა, მაგრამ არ ჩანდა. ვიფიქრე, დაველოდები, შევხვდები ამ მამაოს და მამა გაბრიელის სურვილი თუ იქნება, ნიშანს მომცემს, ჩემს სათქმელს ვეტყვი-მეთქი. თავდახრილი ვიდექი, უეცრად კინოკადრივით ჯერ მამაოს ფეხსაცმელი გამოჩნდა, შემდეგ თვალი ზემოთ ავაყოლე და დავინახე, ოლარის მთელ სიგრძეზე ამოქარგული მამა გაბრიელი. ეს ჩემთვის საოცრება იყო. მოძღვარი მამა ლუკა აღმოჩნდა. დღეს ეს მამაო ჩემი სანთელია უფალსა და ადამიანს შორის. მისი დახმარებით და მამა გაბრიელის შეწევნით, დღეს ამ ეკლესიის მრევლი ვარ, პირველად მივიღე ზიარება. … გაგრძელება

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

31 March, 2025
ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი