დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დამსახურებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ახორციელებს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, ასევე რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს, ზრუნავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.

დაჭრილი მებრძოლებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. განაგრძეთ კითხვა…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. 2 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კვირეული/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi