„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია.
„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში Renew Europe-ის მიწვევით, მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან.
ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერია სანერვიულო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ამასთან, მანამდე ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE).
„შეშფოთებული ვართ იმ ინფორმაციით, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ALDE-ს წევრი პარტიის, „გირჩის“ ლიდერი თურქეთის აეროპორტში დააკავეს, საკანში მოათავსეს, ჩამოართვეს პასპორტი, ბარგი და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ. ის ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო და მონაწილეობა უნდა მიეღო Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში. ვწუხვართ, რომ ვერ შეძლებს მონაწილეობას, ვწუხვართ, რომ კვლავ ხორციელდება ასეთი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და მოძრაობებზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ეძებენ“, – ნათქვამია ALDE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. 14 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ზურაბ-ჯაფარიძე-თურქეთის/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-24T09:41:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
