მეცნიერების თქმით, ახლახანს გაცოცხლდა “ზომბი ვირუსი“, რომელიც არქტიკაში თითქმის 50 000 წლის განმავლობაში გაყინულ მდგომარეობაში იყო. ამის მიზეზად გლობალური დათბობიდან გამომდინარე, არქტიკის ზოგიერთ უბანში ყინულის დნობა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ მუდმივი ყინვა ნიადაგში არსებული ვირუსებისა და ბაქტერიების არასასიცოცხლო მდგომარეობაში ყოფნას უზრუნველყოფს. არქტიკაზე, ზოგიერთი რეგიონი ბოლო გამყინვარების პერიოდიდან არის ყინულოვანი მასით დაფარული, რაც იმას ნიშნავს რომ მასში “დაკონსერვებულია“ უძველესი ვირუსებიც.
გლობალურ დათბობასთან ერთად კი “ზომბი ვირუსებისთვის“ სისცოცხლისუნარიანობის დაბრუნება შეინიშნება.
“ბევრი რამ ხდება მუდმივ ყინულოვან საფართან დაკავშირებით, რაც შემაშფოთებელია“, – განაცხადა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის კლიმატის მეცნიერმა, კიმბერლი მაინერმა CNN-თან საუბრისას. იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები