ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის შემოდგომა რთული იქნება

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

25 ნოემბრამდე ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ორი მთვარე იქნება. უფრო ზუსტად კი, მთვარესთან ერთად ასტეროიდიც გამოჩნდება, რომელსაც ასტროლოგები ასევე “მთვარეს” უწოდებენ. ამ პერიოდში კონფლიქტების რისკი იზრდება. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, გაგვიჭირდეს ერთმანეთის გაგება, შეფერხდეს ჩვენი გეგმები და მომატებული შფოთვა და ემოციურობა ვიგრძნოთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებულ გავლენას სასწორის, ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ყურადღებით იყავით, რადგანაც შესაძლოა, ეს პერიოდი თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ხშირმა კონფლიქტებმა და უხასიათობამ საყვარელ ადამიანებთან დაგაშოროთ და სამსახურშიც პრობლემები შეგექმნათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასწორებს წარსულში დატოვებული საკითხები კვლავ მთელი ძალით დაუბრუნდება და პირად ურთიერთობებზე განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ყურადღებით იყავით და ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად კარგად დაფიქრდით.

უკომპრომისობა და საკუთარი მიზნების ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილი ვერძებს განსაკუთრებით დააზიანებთ. მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების ინტერესებიც გაითვალისწინოთ და გაიაზროთ შედეგები, თუ რის ფასად გინდათ, კონკრეტული საქმეები მოაგვაროთ ან მიზნებს მიაღწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანიც დაკარგოთ და საქმიან ურთიერთობებშიც პრობლემები შეგექმნათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

კირჩხიბებისათვისაც აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით ემოციური იქნება და შესაძლოა, ოჯახში, პირად ცხოვრებაში კონფლიქტურ სიტუაციებს თავი ვერ აარიდონ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და არსებულ წყენებსა და უთანხმოებებზე პირდაპირ ისაუბრეთ და არ გადადოთ.

თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს კონფლიქტური სიტუაცია ელოდებათ სამსახურს, სოციალურ ცხოვრებასა და სწავლაში. შესაძლოა, უფროსებთან, ან თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან ვერ შეთანხმდეთ, საკუთარი პოზიცია ხისტად დააფიქსიროთ და არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის შემოდგომა რთული იქნება. 3 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ზოდიაქოს-4-ნიშანი-რომელთა-2/

  თბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით დაწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi