სამშაბათი, მაისი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიზოდიაქოს ამ ნიშნებს წარსულთან განშორება და ახალი ცხოვრების დაწყება უჭირთ

ზოდიაქოს ამ ნიშნებს წარსულთან განშორება და ახალი ცხოვრების დაწყება უჭირთ

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მთვარე მართავს, ამიტომაც ისინი განსაკუთრებით ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები არიან. მეტიც, ურთიერთობებში იმდენად მიეჯაჭვებიან ირგვლივმყოფებს, რომ განშორების შემდეგაც კი, დიდი ხნის განმავლობაში, გონებით მათთან არიან. შესანიშნავი მეხსიერება აქვთ და მოგონებები, როგორც წესი, მათთან ერთად ცხოვრობს. კირჩხიბებთან ურთიერთობა ბევრ ადამიანს უყვარს. ისინი ხომ შესანიშნავი მსმენელები, თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულები არიან. მაგრამ, თვისება, რომ წარსულში დატოვებულ ადამიანებს ბოლომდე დიდი ხნის განმავლობაში ვერ შორდებიან, ეს მათზე ცუდად აისახება და ახალი ეტაპის დაწყებას აფერხებს.

კურო

კურო საოცრად მოწესრიგებული და პუნქტუალური ნიშანია. მას წინასწარ დაგეგმილი აქტივობები აქვს, რომლებსაც ეჩვევა და ამ გზით სტაბილურობასაც ინარჩუნებს. ამიტომ, როდესაც ურთიერთობები მთავრდება, იქ არსებული “მარშრუტებიც” შესაცვლელია, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის რთულია. ისინი ადამიანებს ადვილად არ ენდობიან, მაგრამ თუ კეთილგანწყობა დაიმსახურეთ, მაშინ მათგან საპასუხო სიყვარულსა და ზრუნვას მიიღებთ. ემოციური მიჯაჭვულობის გამო კი, კურო წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს ხშირად მიუბრუნდება და საბოლოოდ გაშვება განსაკუთრებით უჭირს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ახალ ურთიერთობებსაც აყალიბებს და განსხვავებულ წესებს ქმნის.

მორიელი

მორიელები საოცრად ემოციური ადამიანები არიან. ისევე, როგორც კირჩხიბებს, მათაც ძალიან დიდი თანაგრძნობისა და ემპათიის უნარი აქვთ. ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობიან, მთლიანად მიეჯაჭვებიან და თუკი ასეთი ურთიერთობა დასრულდება, წარსულთან გამკლავება განსაკუთრებით უჭირთ. მათთვის მოგონებები, ნოსტალგია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ხშირად ხუმრობენ, რომ მორიელი არის სწორედ ის ნიშანი, რომლის პლეილისტშიც მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ 2007 წლის სიმღერა, რომელიც მისთვის გარკვეულ მოგონებებს უკავშირდება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებიც ფიზიკურად და გონებრივად ყველაზე ძლიერები არიან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი