ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ახალ­გაზ­რდა კო­რე­ე­ლი იუ­თუ­ბე­რი უზარ­მა­ზარ თეფ­შზე და­დე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­ხის საკ­ვებს მი­ირ­თმევს, ეს იმ­დე­ნად ბევ­რი საჭ­მე­ლია, რომ პა­ტა­რა ოჯახს გა­მოკ­ვე­ბავ­და, მაგ­რამ ინფლუ­ენ­სე­რი ამ კერ­ძე­ბის სხვის­თვის გა­ზი­ა­რე­ბას არ აპი­რებს.

გამ­ხდა­რი ქალი ბოკი თა­ვის არხზე, Eat With Boki ატ­ვირ­თულ ვი­დე­ო­ში, უზარ­მა­ზარ ჭიქა კოკა-კო­ლას სვამს და შემ­დეგ ატ­რი­ის ჭა­მას იწყებს.

ათი უწყვე­ტი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბოკი პირ­ში ლუკ­მებს იყ­რის, საჭ­მელს ხმა­უ­რი­ა­ნად ხვრეპს, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოს­დის, რომ წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი თით­ქმის არ და­ეს­ვა­როს.

მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც თეფ­ში იც­ლე­ბა, კა­მე­რას უყუ­რებს და თა­ვი­სი ათი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რის­თვის აცხა­დებს: “ყვე­ლა­ფე­რი და­ვამ­თავ­რე! კარ­გად ვჭა­მე. ნახ­ვამ­დის.”

- Advertisement -
Ad imageAd image

კო­რე­უ­ლი სი­ტყვე­ბის “ჭამა” (meokneun) და “ტრანსლა­ცია” (bangsong) კომ­ბი­ნა­ცი­ით, “მუ­კბან­გი” ინფლუ­ენ­სე­რებს გუ­ლის­ხმობს, რომ­ლე­ბიც კა­მე­რის წინ უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს მი­ირ­თმე­ვენ და გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ამის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ისი­ნი ამას იმი­ტომ აკე­თე­ბენ, რომ ეს მომ­გე­ბი­ა­ნია, ათა­სო­ბით “მუ­კბან­გე­რი” YouTube-სა და TikTok-ზე მე­ტო­ქე­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლებს იზი­დავს. ზო­გი­ერ­თი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­ლი­ო­ნე­რია.

მაგ­რამ ამ ობ­სე­სი­ას ბნე­ლი მხა­რეც აქვს. გა­სულ თვე­ში ჩი­ნე­ლი “მუ­კბან­გე­რი” პან სი­ა­ო­ტინ­გი 22 ფუნ­ტი (10 კგ) საკ­ვე­ბის ჭა­მის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. 24 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, კუ­ჭის “გა­ხე­ვის” გამო და­ი­ღუ­პა.

 

სი­ა­ო­ტინ­გი პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ი­კე­ცა, იმ დრო როცა შო­კო­ლა­დის ტორ­ტს, ქათ­მის ნა­გეთ­სებს და ზღვის პრო­დუქ­ტებს მი­ირ­თმევ­და.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩი­ნეთ­მა ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი უკვე აკ­რძა­ლა, მაგ­რამ ავ­ტო­რი­ტა­რულ კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­საც კი არ შე­უძ­ლია, შე­ა­ჩე­როს სი­ა­ო­ტინ­გი და სხვე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში გას­ვლის­გან (ნაც­ვლად იმი­სა, რომ ვი­დე­ო­ე­ბი ჩა­წე­რონ და შემ­დგომ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ).“მუ­კბან­გი” სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩი­ნე­თი­სა და აზი­ის მიღ­მაც, ის აშშ-სა და ბრი­ტა­ნეთ­შიც ვრცელ­დე­ბა – ახლა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა ამ ფე­ნო­მე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მებს იღებს.

ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ლექ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ენ­დრიუ ჰა­რის­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აფრ­თხი­ლა: “მუ­კბან­გის ვი­დე­ო­ე­ბი მოხ­მა­რე­ბა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად, ჭარ­ბი ჭა­მის ან საკ­ვებ­თან არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ციკლს აძ­ლი­ე­რებს”. იხილეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

  გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - "საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო“

შენი ამბები. (2024). ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა. 19 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალგაზრდა-ინფლუენსერი-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi