პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიზოდიაქოს ამ ნიშნებს მნიშვნელოვანი ცვლილება ელოდება

ზოდიაქოს ამ ნიშნებს მნიშვნელოვანი ცვლილება ელოდება

სასწორი

პლანეტა ვენერა თქვენი ნიშნიდან ტყუპებთან და იუპიტერთან ტრინს ქმნის. მიმდინარე დღეებში ხშირად მოგიწევთ, დიპლომატიური უნარები გამოავლინოთ და მიზნებს სწორედ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოთ. ასევე, შესაძლოა, ამ კვირაში რაიმე ძალიან სერიოზული მოაგვაროთ, ჩააბაროთ გამოცდა ან მიიღოთ ისეთი რჩევა, რაც ნამდვილად გამოგადგებათ.

ტყუპები

თქვენი ნიშნიდან იუპიტერი ვენერასთან ტრინს ქმნის. ეს კომბინაცია კი გავლენას ოჯახის, რომანტიკისა და საქმიანი ურთიერთობების სფეროზე მოახდენს. კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლოსთვის, მნიშვნელოვანი კომუნიკაცია გექნებათ ადამიანთან, რომელიც დაწინაურებასთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებაში ან პროცესის წინსვლაში, თქვენი საქმიანობის რეკლამირებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ კვირაში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მოუწევთ, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარონ. შესაძლოა, ამის გამო ბუღალტერთან, თქვენს უფროსთან ან კიდევ თანამშრომლებთან შეხვედრა მოგიწიოთ და სიახლეები განიხილოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პროცესი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება.

ქალწული

პლანეტა მერკური სწორედ ამ თანავარსკვლავედის მმართველია. ამიტომაც, როდესაც ის ქალწულის ნიშანში გადადის, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საზოგადოებაში თავს ბევრად ბუნებრივად და თავისუფლად გრძნობენ. მიმდინარე კვირაში საკუთარი თავის გამოხატვისათვის ყველაზე კარგი პერიოდი გაქვთ. არ არის გამორიცხული, სადმე სიტყვით გამოხვიდეთ, ინტერვიუ ან რაიმე სახის მოლაპარაკებები დაგეგმოთ. გაზრდილი თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, თქვენი შესაძლებლობები სწორად გამოხატოთ, მიიღოთ ახალი შეთავაზებები და გეგმები წარმატებით განახორციელოთ.

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით...“ - როგორ დავიცვათ თავი და ვიხსნათ ახლობლები ჯადო-გათვალვისგან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი