ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსზელენსკის განკარგულებით ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდს" უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა - “იგეგმება იძულებითი...

ზელენსკის განკარგულებით ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდს” უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა – “იგეგმება იძულებითი დეპორტაცია“

ვოლოდიმირ ზელენსკის No142/2024 განკარგულებით ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდს” გიორგი ხმელიძეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ ხმელიძეს დაკავების იზოლატორში აცნობეს, სადაც ის 25 მარტს, დაპატიმრების შემდეგ გადაიყვანეს.

ამრიგად, ბათილად გამოცხადდა 2009 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გიორგი ხმელიძე უკრაინის მოქალაქედ ითვლებოდა.

“დნეპროს რაიონულმა სასამართლომ კრიმინალურ “ავტორიტეტს”, იძულებითი დეპორტაციის უზრუნველსაყოფად, 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა”, – წერს უკრაინული მედია.

63 წლის გიორგი ხმელიძეს კრიმინალურ წრეებში “ხმელოს” მეტსახელით იცნობენ. ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს.

წყარო: რუსთავი2

  არის თუ არა პაპ ლეო XIV ქართული წარმოშობის?- გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი