ენოტი, რომელმაც ალკოჰოლის მაღაზია დაარბია და ტუალეტში დაიძინა, რეციდივისტი აღმოჩნდა🦝

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ენოტი, რომელმაც აშშ-ში, ვირჯინიაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია დაარბია და შემდეგ ტუალეტში დაიძინა, რეციდივისტი აღმოჩნდა. ინფორმაცია ცხოველთა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა სამანტა მარტინმა პოდკასტში Hear in Hanover გააზიარა.

მისი თქმით, ამ ენოტმა ჰანოვერის ოლქის სავაჭრო ცენტრში სულ მცირე სამჯერ შეაღწია და სხვადასხვა ობიექტიდან საკვები მოიპარა. სამანტამ აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მას იჭერენ და სხვაგან უშვებენ, თუმცა ცხოველი ყოველთვის პოულობს უკან დასაბრუნებელ გზას.

„მან იცის, როგორ დაბრუნდეს ამ შენობაში. ჭკვიანი ცხოველია. ის არაფერს აშავებს, უბრალოდ კარგად ატარებს დროს“, – განაცხადა მარტინმა.

ინფორმაცია ენოტის შესახებ მედიაში დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. მან ალკომარკეტში რამდენიმე ბოთლი გატეხა, დათვრა და ტუალეტში, იატაკზე ჩაეძინა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ენოტი, რომელმაც ალკოჰოლის მაღაზია დაარბია და ტუალეტში დაიძინა, რეციდივისტი აღმოჩნდა🦝. 15 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ენოტი-რომელმაც-ალკოჰოლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi