შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 390 000 – დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ჩვენს დანაკარგებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი ციფრები. დაიღუპა 45 100 ადამიანი, ხოლო 390 000-მდე – დაიჭრა. ნება მომეცით განვმარტო: დაჭრილთა რაოდენობა უფრო მეტია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დაიჭრნენ და შემდეგ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე და ისევ დაიჭრნენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიამ დაახლოებით 350 000 სამხედრო დაკარგა ომში.
გარდა ამისა, 50 000-70 000 ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 600 000-700 000-მა რუსმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  გეგმავ ჩინეთში წასვლას სამუშაოდ ან საცხოვრებლად? – გაიგე, რა უნდა იცოდე წინასწარ!
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი