ზედიზედ მეშვიდედ – საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ პარიზში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 36-10 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 12-3, ზუსტად შესრულებული ჯარიმებით მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა.

თითო ლელო დადეს ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი შეასრულა. ლუკა მატკავამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული გარდასახვებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. მეტოქემ ერთადერთი ლელოს დადება მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა.

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეთექვსმეტედ მოიგეს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ზედიზედ მეშვიდედ – საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. 18 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ზედიზედ-მეშვიდედ-საქარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi