ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია

ზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია

გერმანიაში მსოფლიოს უნივერსიადა მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა.

მან ფინალი იაპონელ კაიტო ამანოსთან დათმო.

ფინალამდე ზაურ დვალაშვილმა კვიპროსელი, ლიბანელი, უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ სპორტსმენს სძლია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

  „ჩემი მიზანი იყო, ერთ დღეს „ბარსელონაში“ მეთამაშა... შეიძლება, ჩემი პრობლემაა, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ“ - ბუდუ ზივზივაძე ოჯახსა და კარიერაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი