“გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან” – თუ “ტიკტოკს“ ხშირად სქროლავთ, ეს თქვენთვის ნაცნობი ფრაზა იქნება. პოზიტივით, დადებითი ენერგიით სავსე 33 წლის ქალი თავისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით, ასევე სამოტივაციო კონტენტით ადამიანებზე დადებითად მოქმედებს.
შეუძლებელია ნახოთ მარიამის ვიდეო და მის მიმართ დადებითად არ განეწყოთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უარყოფით კომენტარებს არ იშურებენ. საინტერესო კი ასეთ კომენტარებზე ინფლუენსერის რეაქციაა – მსგავს ნეგატივს ის თითქმის ყოველთვის პოზიტივით პასუხობს.
თავისი ამერიკული ცხოვრების, ინფლუენსერობის და ამ საქმესთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, მარიამ ლამაზი Ambebi.ge-ს ესაუბრა.- მე ვარ 33 წლის გოგონა და ვერ გეტყვით ასე კონკრეტულად ვინ ვარ, ბევრი რამის თქმა შეიძლება ჩემ შესახებ, მაგრამ მოკლე პასუხით შემოვიფარგლები, და გეტყვით რომ მე ვარ ინფლუენსერი. მაქვს ბრილიანტის ფორმის ტატუ, იმის ნიშნად რომ მაქვს არაერთი განსხვავებული, უნიკალური მხარე და თავს ჩარჩოებში ვერ მოვაქცევ, ერთ კონკრეტულ ადგილს ვერ მივაკუთვნებ საკუთარ თავს და არც ვჩერდები ერთ ადგილას, ყველაფერს ვაკეთებ რაც თუნდაც ცოტაოდენ ინტერესს გამიჩენს.
დაახლოებით 4 წელი ვცხოვრობდი ბოსტონში, შემდეგ გადავედით მაიამიში სადაც დღემდე ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე არის ამერიკელი, ჰაიტელი 43 წლის კაცი. 16 წლის იყო, როდესაც მამამისმა ჩამოიყვანა მაიამიში და მას მერე აქ ცხოვრობს.
აფროამერიკელები ყოველთვის მხიბლავდნენ, ჩემი ქმარი ნამდვილად ისეთი მეუღლეა, როგორზეც მიოცნებია, რომელმაც კიდევ ერთი ოცნება ამისრულა, ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი შვილები ფერადკანიანები ყოფილიყვნენ. შეიძლება ძალიან ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რა ვქნა?! ასეთი ოცნება მქონდა. დღეს ორი ულამაზესი ბავშვის, ლეილას და ლუკას დედა ვარ. იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები