შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავლაქერნობა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად,...

ვლაქერნობა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს.

 წირვა დილიდან აღესრულა ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც დადიანების სასახლის მუზეუმიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი მსვლელობითა და გალობით გადააბრძანეს. წირვის შემდეგ მრევლს შესაძლებლობა მიეცემა, მოილოცოს ღვთისმშობლის კვართი და სიწმინდეები, რომლებიც მუზეუმიდან წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე გადააქვთ საკათედრო ტაძარში.
ვლაქერნა კონსტანტინოპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.
კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლა და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანა.

წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.

უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.

ტროპარი

ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი