ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემავლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევი ფაქტობრივად აღარ აჩვენებს მზადყოფნას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების მიმართ. მისი თქმით, არსებული ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებების პროცესს თავს არიდებს.

ამასთანავე, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვს აქვს ინფორმაცია გარკვეული გზავნილების შესახებ, მათ შორის უკრაინიდანაც, რომლებიც მიუთითებს, რომ კიევი შესაძლოა დიალოგის გარკვეულ ფორმატზე თანახმა იყოს. მისი განცხადებით, რუსეთი ამ სიგნალებს ხედავს და აფასებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მზად არის კონფლიქტის დასრულებისთვის, თუმცა ეს უნდა მოხდეს იმ მიზეზების აღმოფხვრით, რომლებმაც კრიზისი გამოიწვია. მან გაიხსენა ის პრინციპები, რომლებიც გასული წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააჟღერა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ საფუძველზე ხედავს მშვიდობის შესაძლებლობას.

პუტინმა ასევე ისაუბრა ვითარებაზე ფრონტის ხაზზე და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კონტაქტის მთელ პერიმეტრზე წინ მიიწევენ, მაშინ როცა უკრაინული მხარე პოზიციებს თმობს. მისი თქმით, წინსვლის ტემპი სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულია, თუმცა საერთო სურათი რუსეთის სასარგებლოდ ყალიბდება.

მისივე განცხადებით, კურსკის რეგიონიდან მოწინააღმდეგის გაძევების შემდეგ სტრატეგიული უპირატესობა სრულად რუსეთის არმიის ხელში აღმოჩნდა.

კონფერენციაზე პუტინმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც. კუპიანსკში გადაღებულ ვიდეოზე საუბრისას მან ზელენსკი მსახიობად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მას ეს პროფესია კარგად ეხერხება, რაც, მისი თქმით, წარსული კინოროლებიდანაც ჩანს.

პუტინმა ასევე დაამატა, რომ აღნიშნული ვიდეო ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია გადაღებული და ირონიულად აღნიშნა, რომ ასეთი მანძილიდან გადაღებას სჯობდა ქალაქში შესვლა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ეს ანალიზი ჩააბარეთ თუ მუდმივად ენერგია გაკლიათ - ექიმი მოულოდნელ მიზეზს ასახელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი