მიხეილ სარჯველაძე, სოციალური შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა: „დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“