სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავის შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება?!

ვის შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება?!

პარლამენტში ინტერპელაციის სესიის დროს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე:

მისი თქმით, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობას აღემატება.
პრემიერის განმარტებით, ასეთი ვითარება სამთავრობო გადაწყვეტილებებითა და პანდემიის პერიოდის სპეციფიკური სიტუაციებით არის განპირობებული.

კობახიძემ აღნიშნა, რომ 2020 წლიდან სოციალური სტატუსის გადახედვაზე პრაქტიკულად დაწესებული იყო არაოფიციალური შეჩერება. პანდემიამ მკვეთრად გააუარესა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა — ეკონომიკა 6.5%-ით შემცირდა, ბიუჯეტზეც გაიზარდა ზეწოლა — რამაც სოცდაუცველთა რიცხვის ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, სტატუსების გადამოწმების გადავადებამ ის გამოიწვია, რომ დახმარების მიმღებთა რაოდენობა არათუ მცირდებოდა, პირიქით — კრიტერიუმების გადაუმოწმებლობის გამო მატულობდა.

პრემიერის განცხადებით, ეს რეალობა არ ნიშნავს, რომ სოციალური ფონი გაუარესდა. პირიქით — ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბე ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდა:
„თუ რამდენიმე წლის წინ სიღარიბის დონე 21%-ს აღემატებოდა, ბოლო მონაცემებით ის 9.4%-მდე ჩამოვიდა,“ — აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი 2020 წლის 4300 დოლარიდან დღეს თითქმის 9200 დოლარამდე გაიზარდა და მომდევნო პერიოდში 10 000 დოლარსაც გადააჭარბებს.

კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პროგრესისა, საქართველო დღემდე ჩამორჩება ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყანებსაც კი — დაახლოებით 30–40%-ის ოდენობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს კუთხით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლესი მონაცემებით, მხოლოდ ოქტომბერში საარსებო შემწეობა 708 245 მოქალაქემ მიიღო, რისთვისაც სახელმწიფომ 71 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
შედარებისთვის, გასული წლის ბოლოს დახმარების მიმღებთა რაოდენობა 671 337-ს შეადგენდა, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 18%-ია, ხოლო აბსოლუტური სიღარიბის დონე — 9.4%.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რატომ იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კანადაში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი