ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადმოვარდნილი ხილი — ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს?

2 წუთიანი წაკითხვა
მთავარი ფაქტები
  • სამოქალაქო კოდექსის 178-ე მუხლი არეგულირებს სამეზობლო დავებს ხის ნაყოფთან დაკავშირებით.
  • სანამ ნაყოფი ხეზეა, ის ხის მესაკუთრეს ეკუთვნის; მიწაზე ჩამოვარდნის შემდეგ საკუთრება მიწის მფლობელს გადაეცემა.
  • წესი მოქმედებს მხოლოდ ბუნებრივი ჩამოცვენის შემთხვევაში — ხელოვნურად ჩამობერტყილ ან ძალადობით ჩამოყრილ ნაყოფზე არ ვრცელდება.
  • მიწის მესაკუთრეს შეუძლია მოჭრას მეზობლის ხის ტოტები და ფესვები, თუ ისინი მის ნაკვეთზეა გადასული და რეალურ ზიანს აყენებენ.

ხშირად წარმოიშობა კითხვა — თუ ხის ნაყოფი მეზობლის ნაკვეთზე გადავარდა ან ტოტები მეზობლის ეზოში გადმოვიდა, ვის ეკუთვნის ეს ხილი და აქვს თუ არა მიწის მფლობელს უფლება, თავად მოკრიფოს იგი? ამ საკითხს იურისტი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში განმარტავს.

მისი თქმით, სამოქალაქო კოდექსში ცალკე თავშია გამოყოფილი სამეზობლო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ კი — 178-ე მუხლი, რომელიც სწორედ ამგვარ შემთხვევებს ეხება. კანონის მიხედვით, სანამ ნაყოფი ხეზეა, ის რჩება ხის მესაკუთრის საკუთრებად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაყოფი მიწაზე ჩამოვარდება, ხის მფლობელი მასზე უფლებას კარგავს და საკუთრება მიწის მესაკუთრეს გადაეცემა.

მაჭავარიანი განმარტავს, რომ ეს წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფის ჩამოცვენა ბუნებრივი მიზეზით ხდება — მაგალითად, დამწიფებით ან ამინდის მცირე ცვლილების გამო. ხოლო თუ ხის მესაკუთრემ თავად ჩამოჰბერტყა ნაყოფი, ან ძლიერმა წვიმამ იძულებით ჩამოყარა ხილი, მიწის მესაკუთრეს მისი მითვისების უფლება არ ექნება.

რაც შეეხება ტოტებსა და ფესვებს — თუ ისინი მეზობლის ნაკვეთზეა გადასული, მიწის მფლობელს უფლება აქვს ისინი მოჭრას, ფესვების ჩათვლითაც კი. თუმცა, როგორც იურისტი აღნიშნავს, ამის აუცილებლობის დასაბუთება მოუწევს — მაგალითად, თუ ფესვები აზიანებს მიწის ნაყოფიერებას ან ტოტები აბნელებს ფანჯარას, ეს საკმარისი საფუძველია. მაგრამ თუ ტოტების მოჭრის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ბავშვები ვერ იკავებენ თავს ხილის მოკრეფისგან, მაშინ პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მიწის მესაკუთრეს დაეკისრება, ურთიერთობაც მეზობელთან გაფუჭდება. მაჭავარიანის თქმით, სამეზობლო ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და ურთიერთგაგებაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: shenisofeli.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

  ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტების რამდენი პროცენტი ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს – გაეცანით სტატისტიკას

შენი ამბები. (2026). ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადმოვარდნილი ხილი — ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს?. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-ეკუთვნის-მეზობლის-ეზ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi