შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემავის ეკისრება ვალდებულება, როდესაც მეზობლისგან თქვენს ბინაში წყალი ჩამოვა

ვის ეკისრება ვალდებულება, როდესაც მეზობლისგან თქვენს ბინაში წყალი ჩამოვა

იურისტი ელენე ჩორგოლაშვილი გადაცემაში “შუადღე” სამეზობლო დავების შესახებ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავალბინიან კორპუსებში ადამიანებს ხშირად აწუხებთ:

– სამეზობლო სამართალი ძალიან საინტერესო თემაა. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ცდილობს, მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესი მეტ-ნაკლებად დააბალანსოს და გადაწყვიტოს. სამეზობლო სამართალი, პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დგას.

მოვალეობასთან ერთად თმენის ვალდებულებაც გვაქვს. კოდექსში გაწერილია, რომ თუ თქვენი ინტერესი უმნიშვნელოდ ზიანდება, შესაძლოა, შეთანხმდეთ. თუ პირებს შორის შეთანხმება ვერ ხდება, ამისთვის არსებობს სასამართლო. ასეთ დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, შესაძლოა, მეზობელს პირუტყვი ჰყავდეს და უვლიდეს, ან სახლში ელექტროწისქვილი ჰქონდეს და საკუთარ საქმეს აკეთებდეს. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ნეგატიური ზემოქმედება კანონის ფარგლებს სცდება, რეალურად ნამდვილად შემაწუხებელი და დამაზიანებელია მეზობლისთვის, ასეთ დროს კანონმდებლობით მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.

  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი