შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებივის დაუფინანსებს მერია სწავლის საფასურს

ვის დაუფინანსებს მერია სწავლის საფასურს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრისა  და  შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025  სასწავლო  წლის გაზაფხულის  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსებას.

„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების მიღება გაგრძელდება  31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების  ხელშეწყობის თვალსაზრისით.

  "ყველას მოგიწოდებთ - როგორც ექიმისგან იღებთ კონსულტაციას, ასევე კვალიფიციური იურისტისგან მიიღეთ რჩევა, სანამ სამართლებრივ დოკუმენტს ხელს მოაწერთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ადვოკატ ზურაბ ბეიტრიშვილთან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი