ვის დაასახელებს წმინდა სინოდი საპატრიარქო კანდიდატებად – ხვალინდელ შეკრებაზე მღვდელმთავრებმა სამი პირი უნდა გამოარჩიონ. მოგვიანებით, სწორედ მათგან დასახელდება ქართული ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი. ამ დღესვე უნდა გახდეს ცნობილი სამებაში დაგეგმილი გაფართოებული კრების თარიღი.
ამ დღეს ტაძარში ორი ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან უმრავლესობას ანუ სულ ცოტა 20 ხმას მიიღებს.
პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგიმ (ხანთაძე).
“უნდა შეირჩეს ამ სინოდზე სამი კანდიდატი. კანდიდატი ხდება კენჭისყრით ანუ არჩევნებით, ფარულად. კანდიდატებიდან შეიძლება რამდენიმე დასახელდეს, პირობითად ოთხი, ხუთი ან მეტი, მაგრამ ხმათა უმრავლესობით უნდა დარჩეს სამი.
იმ შემთხვევაში, თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება. ასევე, სინოდზე ხდება თარიღის დასახელება ანუ გაფართოებული კრების.
ბერი უნდა იყოს ქართველი, მონაზონთა დასის წარმომადგენელი. ასაკი – მინიმალური 40 წლის უნდა იყოს და მაქსიმალური 70 წლის. აუცილებლად მღვდელმთავარი უნდა იყოს, მღვდელმთავარზე უპირატესს წარმოადგენს კათოლიკოს-პატრიარქი”, – განმარტა დეკანოზმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ვის დაასახელებს წმინდა სინოდი საპატრიარქო კანდიდატებად – თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება. 27 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-დაასახელებს-წმინდა-ს-2/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-21T17:50:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
