პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემავისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები - აფთიაქები, დიდი...

ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები – აფთიაქები, დიდი მოლები – პაატა იმნაძე

ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს.

მისი რჩევით, უნდა გვეცვას ღია ფერის ფართო, ადვილად განიავებადი ნაჭრით შეკერილი ტანსაცმელი.

„აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი. ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები – აფთიაქები, დიდი მოლები, მაღაზიები, სადაც კონდიცირებული ჰაერია.

სახლში რომ შევინარჩუნოთ ტემპერატურა, თუ მზე ადგება მითუმეტეს დავხუროთ დარაბები. ღამის საათებში პირიქით, გავაღოთ რომ განიავდეს კარგად.

ასევე ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია ხომ არ მივიღოთ დამატებით რაიმე პრეპარატები ან დოზები როგორ შევცალოთ“, – განუცხადა „ქრონიკას“ პაატა იმნაძემ.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს გასცდა. სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში, 41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც.

დაგაინტერესებთ: “მთლიანი თანხა აიღო და კაზინოში გადარიცხა… თამაშობდა. ალბათ, წააგო” – მარიამ ტატანაშვილი ამბობს, რომ მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა უახლოესმა ადამიანმა მოჰპარა

წაიკითხეთ: „სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  კენტუკის შტატში, ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი