პარასკევი, მაისი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები„ვისაუბროთ ტიკებზე??? შევეცდები მოკლედ და გასაგებად მოგაწოდოთ ინფორმაცია“-პედიატრი მშობლებს მიმართავს

„ვისაუბროთ ტიკებზე??? შევეცდები მოკლედ და გასაგებად მოგაწოდოთ ინფორმაცია“-პედიატრი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს და ტიკებთან დაკავშირებით ინფორმაციას უზიარებს.

„ვისაუბროთ ტიკებზე??? შევეცდები მოკლედ და გასაგებად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

ბავშვობაში ტიკური მოძრაობები საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ხშირად მშობლებს ძალიან აშინებს. რეალურად, ტიკები საჭიროებს სწორ შეფასებას, დაკვირვებას და ზოგჯერ სპეციალისტის ჩართვასაც.

ტიკი არის უნებლიე, სწრაფი, განმეორებადი მოძრაობა ან ბგერა, რომელსაც ბავშვი სრულად ვერ აკონტროლებს.

ყველაზე ხშირად გვხვდება თვალების ხშირი ხამხამი, ცხვირის მოჭმუჭნა, მხრების აჩეჩვა, თავის გაქნევა, ტუჩების მოძრაობა, ჩახველება, ხმების გამოცემა ან სხვადასხვა სიტყვების უნებლიე წარმოთქმა.

ტიკური აშლილობების განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ხშირად დიდი როლი აქვს გენეტიკურ განწყობას-თუ ოჯახში ვინმეს ჰქონდა ტიკები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ADHD ან შფოთვითი პრობლემები, რისკი იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გადაღლა, ემოციური სტრესი, შფოთვა, ძლიერი დატვირთვა, ძილის დეფიციტი, ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება, ოჯახური დაძაბულობა ან სკოლასთან დაკავშირებული სტრესი. ზოგჯერ ტიკები იწყება ვირუსული ინფექციის, მაღალი სიცხის ან ძლიერი ემოციური მოვლენის შემდეგაც.

ტიკების ყველაზე გავრცელებული ასაკი დაახლოებით 5-10 წელია. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვი ტიკს მეტად ავლენს დაღლილობის, ნერვიულობის, აღელვების ან ეკრანთან ხანგრძლივი ყოფნის დროს, ხოლო ძილისას ტიკები მცირდება ან საერთოდ ქრება.

კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქიც და შედარებით გამოხატულიც. მარტივი მოტორული ტიკებია თვალის ხამხამი ან მხარის მოძრაობა, ხოლო რთული ტიკები მოიცავს რამდენიმე მოძრაობის კომბინაციას. არსებობს ვოკალური ტიკებიც -ჩახველება, ყნოსვა, წრიპინი, ბგერების გამეორება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტიკების გამო ბავშვის დასჯა, შენიშვნების მიცემა ან ფრაზები “შეწყვიტე“, “რატომ აკეთებ ამას?“- მდგომარეობას ხშირად უფრო ამძიმებს. ბავშვი ამას განზრახ არ აკეთებს. პირიქით, ზედმეტი ყურადღება და დაძაბულობა ტიკს კიდევ უფრო აძლიერებს.

შედეგები უმეტეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. ბავშვების დიდ ნაწილში ტიკები ასაკთან ერთად სუსტდება ან მთლიანად ქრება. თუმცა ზოგჯერ ისინი შეიძლება გახანგრძლივდეს და გავლენა მოახდინოს ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, სკოლაში ადაპტაციასა და სოციალურ ურთიერთობებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვის მხარდაჭერა და არა მისი გაკრიტიკება.

  რუჯი და ხალები- რა უნდა ვიცოდეთ

მკურნალობა დამოკიდებულია სიმძიმეზე. მსუბუქ შემთხვევებში ხშირად საკმარისია დღის რეჟიმის მოწესრიგება, სრულფასოვანი ძილი, ეკრანული დროის შემცირება, ემოციური სტრესის კონტროლი და მშვიდი გარემო. ზოგჯერ ეფექტურია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ქცევითი თერაპია. თუ ტიკები გამოხატულია, ხანგრძლივია ან ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას უშლის ხელს, საჭიროა ბავშვთა ნევროლოგის ან ფსიქიატრის შეფასება. არ იფიქროთ, რომ ტიკური მოძრაობები ყოველთვის ცუდ აღზრდას ან განებივრებას ნიშნავს. ხშირად ეს ბავშვის ნერვული სისტემის გადაღლის, შფოთვის ან გენეტიკური თავისებურების გამოხატულებაა, რომელსაც მოთმინება, სწორი მიდგომა და მხარდაჭერა სჭირდება“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.