„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარი საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იქნება. როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, კაშია მის პირად ცხოვრებაზეც ისაუბრებს.
კითხვაზე, რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, კაშია პასუხობს:
„ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი შვილი ალექსანდრაა. ეს იყო ყველაზე დიდი გოლი“.
მეუღლეზე საუბრისას კი აღნიშნავს:
„ის ადამიანი ვიპოვე, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ვიქნები. იცის, რა მტკივა, რას განვიცდი“.
მასალის გამოყენების პირობები