შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებივინ იყო 14 წლის გოგონა, რომელიც მკვლელობის საქმეზე გაამართლეს

ვინ იყო 14 წლის გოგონა, რომელიც მკვლელობის საქმეზე გაამართლეს

ქალი მკვლელების ისტორია მრავალფეროვანია. ზოგი მათგანი, მაგალითად 14 წლის შერილ კრეინი არის გოგონა, რომელმაც მოკლა დედის მაფიოზი შეყვარებული, რათა დედა დაეცვა.

სასამართლომ მის დანაშაულს „სამართლიანი მკვლელობა“ უწოდა.

14 წლის შერილ კრეინის ისტორია 

1958 წლის 4 აპრილს შერილ კრეინი, 14 წლის გოგო და ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ლანა ტერნერის ქალიშვილი, მოულოდნელად აღმოჩნდა სისხლიანი და ტრაგიკული ამბის ეპიცენტრში.

იმ დღეს, შერილმა მოკლა თავისი დედის შეყვარებული, ჯონი სტომპანატო — ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ოჯახის დაძაბულობის წყარო იყო, არამედ რეალურ საფრთხეს ქმნიდა ლანა ტერნერის უსაფრთხოებისთვის.

სტომპანატო ცნობილი მაფიოზი იყო და ბევრჯერ იყო ეჭვმიტანილი ოჯახურ ძალადობაში. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული კრიმინალურ ორგანიზაციებთან და ხშირად იქცეოდა აგრესიულად. ლანა ტერნერს ხშიარდა ფიზიკურად უსწორდებოდა.

ლანას გოგონა, შერილი, ბევრს იტანდა, მაგრამ 1958 წლის 4 აპრილის ღამეს სიტუაცია ისეთი დაძაბული გახდა, რომ შერილმა გადაწყვიტა, დედა დაეცვა…

თავდაპირველად გავრცელდა ჭორები, თითქოს ლანა ტერნერმა თავად მოკლა შეყვარებული სტომპანატო და შერილს დააბრალა ეს საქმე, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ შერილმა ეს გააკეთა დედის სიცოცხლის გადასარჩენად.

შერილმა საცხოვრებელ სახლში, დანით მოკლა ჯონი სტომპანატო. მისი მოქმედება სასამართლომ სამართლიანად შეაფასა და დანაშაული «მართებულ მკვლელობად» აღიარეს.

შერილი არ დააპატიმრეს, რადგან ვერდიქტი იყო, რომ გოგონა მხოლოდ იცავდა დედას — ძალადობისგან.

ეს შემთხვევა ხმაურიანი საქმე გახდა იმ დროს, რადგან გამოჩნდა ოჯახური ძალადობის ტრაგიკული შედეგები და იმდროინდელი ფემინიზმის პირველი გამოვლინებებაც იყო – როცა ახალგაზრდა ქალმა, მიუხედავად ასაკისა, ღირსება ყველაფერზე მაღლა დააყენა.

შერილ კრეინის სასამართლო პროცესი

1958 წლის 4 აპრილს, ლოს ანჯელესში მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ახალგაზრდა შერილ კრეინს — 14 წლის გოგონასკენ, რომელიც უდანაშაულო სახით იყო ბრალდებული მაფიოზი ჯონი სტომპანატოს მკვლელობაში.

მიუხედავად საზოგადოების და მედიის ზეწოლისა, სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა დეტალური და სამართლიანი განხილვით.

  რატომ არის წვიმის წყლის შეგროვება აკრძალული აშშ–სა და კანადაში?

ბრალდების მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო და შერილი ჩვეულებრივი მკვლელი იყო, რომელსაც შურისძიების მოტივი ჰქონდა.

ბრალდების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სტომპანატო ლანა ტერნერის შეყვარებული იყო და შერილის მოქმედება კი წამიერ გაღიზიანებას და მოულოდნელ აფექტს ეფუძნებოდა, მაგრამ ეს მკვლელობა მაინც დანაშაული იყო.

დამცველების არგუმენტები

შერილის დამცველები, მათ შორის ლანა ტერნერის ახლო მეგობარი და ცნობილი ადვოკატი, მიმართავდნენ სხვა რაკურსს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შერილი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით და რომ სტომპანატო იყო ოჯახური ძალადობის აგრესორი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ლანას სიცოცხლეს.

შერილის ადვოკატები წარმოადგენდნენ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ სტომპანატოს პრობლემურ ხასიათს, აგრესიას და მუქარებს. თავად ლანა ტერნერმა აუხსნა სასამართლოს, თუ რამდენად საშიში იყო მისი შეყვარებული და რამდენად ხშირად განიცდიდა მისგან ძალადობას.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი