კვირა, ივლისი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდივინ აჩუქა ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში ნატა გულიაშვილს და როგორ გახდა ია...

ვინ აჩუქა ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში ნატა გულიაშვილს და როგორ გახდა ია ფარულავა მისი მფარველი ანგელოზი

როგორც თავად ამბობს, მსახიობ და ტელეწამყვან ნატა გულიაშვილის ცხოვრებაში ყველაზე კარგი პერიოდი დგას. არსებობს ადამიანი, რომელიც მის ბედნიერებაზე ზრუნავს და არც მეტი, არც ნაკლები, თბილისში სამოთახიანი ბინა აჩუქა. აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ნატა მასთან ბედის დაკავშირებას და ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, რა გამოცდილება დაუტოვა განვლილმა წლებმა და რაში შველის მას მესამე თვალი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნატა გულიაშვილი: გამიმართლა და ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ მაქვს კარგი სამსახური – ის, რაც მე მიყვარს, მყავს უსაყვარლესი შვილი და ირგვლივ ადამიანები, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ. მართალია, პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ ამ პერიოდში, არც თეატრში და არც კინოში არ ვმოღვაწეობ. მაგრამ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ვარ ტელეკომპანია „თრიალეთის“ მთავარი პროდიუსერი და იმავდროულად, მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა „ნატას გეიმ შოუ“, რომელიც კვირაში ორჯერ გადის, პირდაპირ ეთერში – უკვე ოთხი წელია. ეს იგივე სცენაა ჩემთვის. ყოველ წელს ვამბობ, უნდა დავხურო-მეთქი და ხალხი არ მახურინებს (იცინის). პირდაპირ ეთერში გავიხუმრე, უნდა დავხურო-მეთქი და ჩემმა ერთგულმა მაყურებელმა მითხრა, მოვალთ „თრიალეთთან“ და მიტინგს მოგიწყობთო (იცინის).

– ია ფარულავას რჩევით, გარკვეული თვეების წინ დიეტა დაიწყე. თუ გაქვს შედეგი, რამდენი კილოგრამი დაიკელი და რამდენ ხანში?

– დაახლოებით ორ თვეში თხუთმეტი კილო დავიკელი. ეს იყო სასწაული, იმიტომ რომ, ისეთი სხვაობა იყო, ჩემი მეგობრები და ნაცნობები გაოცებული იყვნენ, ეს როგორ მოახერხეო. ია რომ არა, ამ წონას ვერასოდეს მივაღწევდი და თქვენი ჟურნალის საშუალებით, კიდევ ერთხელ ვუხდი უდიდეს მადლობას. მართლა ჩემი მფარველი ანგელოზია. დედაჩემის გარდა, მისნაირად არავინ დამდგომია გვერდში. ყველაფერში ხელს მიწყობდა, რომ ზუსტად იმ წონისთვის მიმეღწია, რა წონაც მინდოდა. უთბილესი, უტკბილესი და სასწაულად კარგი ადამიანია და სულ ვამბობ, ბევრი ია ფარულავა სჭირდება საქართველოს-მეთქი.

– იქნებ ჩვენც გაგვიმხილო, რა დიეტაა?

– ასე კონკრეტულად ვერ გავამხელ, მაგრამ ვისაც აინტერესებს, პირადში მომწეროს და აუცილებლად ვასწავლი.

– სოციალურ ქსელში დადე სტატუსი, რომ ბინა გაჩუქეს. ვინ გაჩუქა და სად?

– ყველაფერი არ მინდა გავამხილო, მაგრამ გეტყვით, რომ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, სამოთახიანი, კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინა მაჩუქეს, რომელსაც ახლა ჩემს გემოზე ვაწყობ. მე და ჩემი შვილი უკვე გადავედით საცხოვრებლად და შევიძინე ახალი საძინებელი, დიდი ტელევიზორი, მისაღების ავეჯი.

– ბინა, თაყვანისმცემელმა გაჩუქა თუ საყვარელმა მამაკაცმა?

– ამას ვერ გაგიმხელთ. უბრალოდ, ჯერ მე არ მინდა გამხელა. როცა თქმას გადავწყვეტ, გპირდებით, პირველს თქვენ ჟურნალს გავუმხელ.

– კარგი, მაშინ ასე გკითხავ: ეს ის ადამიანია, ვის გვერდითაც ბედნიერი ხარ?

– (იცინის) ჩამჭრელი კითხვაა. ალბათ, კი.

– ანუ, არ არის გამორიცხული, სულ მალე საქორწინო კაბაში გამოწყობილი გიხილოთ?

– პირადზე საუბარს ვერიდები, თუმცა გეტყვით, რომ ბევრი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ძალიან იშვიათად მიყვარდება და თუ მიყვარს, ერთგულად. ახლა, შეყვარებული ვარ თუ არა, თავადაც ვერ ვხვდები, გაურკვეველ სიტუაციაში ვარ (იცინის). საქორწინო კაბას რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვიცი. ხშირად მისვამდნენ კითხვას – კარიერა თუ პირადი ცხოვრებაო. ვიტყვი, რომ სრული ბედნიერებისთვის, ორივე მჭირდება. ჩემმა საყვარელმა ადამიანმა რომ დამიშალოს მუშაობა და საყვარელი საქმის კეთება, მე მისგან აუცილებლად წავალ. ჩემს საქმეს, არავის გამო არ დავთმობ. იმ ადამიანმა უნდა შემიყვაროს ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი მისწრაფებებით, ჩემი პროფესიითა და ჩემი საქმით. არარეალიზებული ქალი, ვფიქრობ, არცერთ მამაკაცს არ სჭირდება. ბევრი მამაკაცი უყენებს ცოლს პრეტენზიას: ან – მე, ან – კარიერა! დარწმუნებული ვარ, ქალმა რომ უარი თქვას კარიერასა და სამსახურზე, ცოტა ხანში ასეთი ქალი იმ მამაკაცსაც არ მოუნდება და გარკვეულ პერიოდში მიატოვებს. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი