ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალივინ არის და რაშია ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელიც ჩეხეთმა აშშ-ს...

ვინ არის და რაშია ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელიც ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა

ჩეხეთიდან აშშ-ში საქართველოს მოქალაქის, ფოლად ომაროვის ექსტრადაცია განხორციელდა. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.

წარმოშობით აზერბაიჯანელი კრიმინალური “ავტორიტეტი“ ბრალდებულია აშშ-ში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში. ამავე საქმეზე, შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე.

ჟურნალისტის მკვლელობა არ შედგა, რადგან დანაშაული გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომზადების სტადიაზე აღკვეთა.

ომარავი, რომელიც საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს, ჩეხეთში ერთი წლის წინ დააკავეს და, საექსტრადაციო პროცედურების დასრულების შემდეგ, აშშ-ს გადასცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით მზადდებოდა.

  20 წლამდე ან უვადო პატიმრობა — შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი