პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“ - რამ აუჩუყა გული დათო ლიკლიკაძეს

„ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“ – რამ აუჩუყა გული დათო ლიკლიკაძეს

დათო ლიკლიკაძე ემოციურ ამბავზე წერს, რომელიც საკუთარ ოჯახში გადახდა.

„თითქოს წესიერება არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ისე გაოცებული ვარ უნდა დავპოსტო.
სახლში ერთ-ერთ ოთახაში შუქის ანთების დროს ტელევიზორიც უცებ გაანათებდა და ისევ ქრებოდა. პროფესიონალებმა გვირჩიეს, რომ ელექტრიკოსი მოგვეყვანა, სავარაუდოდ “ნული” არის დაკარგულიო, თუ სუსტიო (ვერ ვერკვევი რას ნიშნავს ახლაც). მოვიყვანეთ ერთი კაცი, რომელმაც კარგა ხანს იმუშავა, შეამოწმა ყველაფერი და თქვა, აბსოლუტურად წესრიგშია ელექტროობა, არაფერი აქ ხარვეზი არ გაქვთო. შესაბამისად უარი თქვა ჰონორარზე, არაფერი გამიკეთებიაო. ცნობისთვის აქვე დავსძენ, რომ მან არ იცოდა ვის სახლში იყო, ანუ რაიმე პატივისცემას არ ქონია ადგილი ჩემს მიმართ. ოჯახის სხვა წევრი ეკონტაქტებოდა და ის დახვდა სახლში.
ასეთ პატიოსან ხალხზე მართლა მეტირება, რანაირად ცხოვრობენ? რანაირად შეინარჩუნეს ასე წესიერება ამ საუკუნეში? ვინც ჩემს ოჯახს იცნობს მიხვდება, რომ მამაჩემი იყო ასე სულელურად პატიოსანი და თითქოს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ, აი ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“, – წერს ლიკლიკაძე.

  „იმერული ღიღინი“- მურმან შათირიშვილის, გია ბაღაშვილის და ხვიჩა მაღლაკელიძის შესრულებით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი