„ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“ – რამ აუჩუყა გული დათო ლიკლიკაძეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

დათო ლიკლიკაძე ემოციურ ამბავზე წერს, რომელიც საკუთარ ოჯახში გადახდა.

„თითქოს წესიერება არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ისე გაოცებული ვარ უნდა დავპოსტო.
სახლში ერთ-ერთ ოთახაში შუქის ანთების დროს ტელევიზორიც უცებ გაანათებდა და ისევ ქრებოდა. პროფესიონალებმა გვირჩიეს, რომ ელექტრიკოსი მოგვეყვანა, სავარაუდოდ “ნული” არის დაკარგულიო, თუ სუსტიო (ვერ ვერკვევი რას ნიშნავს ახლაც). მოვიყვანეთ ერთი კაცი, რომელმაც კარგა ხანს იმუშავა, შეამოწმა ყველაფერი და თქვა, აბსოლუტურად წესრიგშია ელექტროობა, არაფერი აქ ხარვეზი არ გაქვთო. შესაბამისად უარი თქვა ჰონორარზე, არაფერი გამიკეთებიაო. ცნობისთვის აქვე დავსძენ, რომ მან არ იცოდა ვის სახლში იყო, ანუ რაიმე პატივისცემას არ ქონია ადგილი ჩემს მიმართ. ოჯახის სხვა წევრი ეკონტაქტებოდა და ის დახვდა სახლში.
ასეთ პატიოსან ხალხზე მართლა მეტირება, რანაირად ცხოვრობენ? რანაირად შეინარჩუნეს ასე წესიერება ამ საუკუნეში? ვინც ჩემს ოჯახს იცნობს მიხვდება, რომ მამაჩემი იყო ასე სულელურად პატიოსანი და თითქოს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ, აი ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“, – წერს ლიკლიკაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“ – რამ აუჩუყა გული დათო ლიკლიკაძეს. 3 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვზივარ-სამსახურში-და-ცრ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi