12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს.
„ხალხო, როგორ არ გესმით, 12 წელი ვიყავი მარტო და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არ გამოჩენილიყო თაია, რომელმაც მომისმინა და დამეხმარა. იპოვა ადვოკატი და გამოძიებაც ამდენი წლის მერე თავიდან დაიწყო. არ გაქვთ უფლება, მასზე რამე ცუდი თქვათ, რადგან ყველაფერს აკეთებს ჩემს დასახმარებლად და ჩემი გურიკას მოსაძებნად.
ტიკტოკი 1 თვეა წავშალე, ვეღარ გავუძელი იმ ჭორაობას და ზურგს უკან ჩემს გაშავებას. არცერთი მათგანი რეალურად არ მეხმარებოდა და უამრავი ტყუილი ჩავყლაპე. რაც მოხდა აქციაზე, ჩემთვისაც უცნაური იყო. მეგონა, რამის სათქმელად მოვიდნენ და იმედი მქონდა, ახლა მაინც დამიდგებოდნენ გვერდით. კიდევ მოვტყუვდი და ნახეთ, ყველამ რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი ამდენი წელი.
ახალი გამოძიების მჯერა და ველოდები მათგან სიახლეებს. მადლობა თქვენ, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მამხნევებთ.
გურიმდე მიმიყვანე, უფალო, გევედრები, სხვა არაფერი მინდა“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ვეღარ გავუძელი იმ ჭორაობას და ზურგს უკან ჩემს გაშავებას – რაც მოხდა აქციაზე, ჩემთვისაც უცნაური იყო…“ – სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს. 30 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვეღარ-გავუძელი-იმ-ჭორაო/
