“ბავშვობა არ მქონია, 13 წლისა უკვე ვმუშაობდი” – მაილი საირუსის წარმატების გზა, გარდასახვა და რთული მომენტები

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი პოპულარული ახალგაზრდულ სერიალში “Hannah Montana” და მელოდრამაში “The Last Song” შესრულებული მთავარი როლების შემდეგ გახდა. ასევე, მას ეკუთვნის ცნობილი ალბომები: “Breakout”, “The Time of Our Lives”, “Can’t Be Tamed” და სხვა. მაილი სიმღერისთვის “I Thought I Lost You” ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. Kids’ Choice Awards-ის ექვსგზის გამარჯვებული და Teen Choice Awards-ის 19-გზის გამარჯვებულია.

მიუხედავად დიდი აღიარებისა და უამრავი გულშემატკივრისა, მაილი საირუსმა “გრემის” ჯილდო პირველად ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მისი სიმღერა – Flowers, წლის საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. სიმღერის შექმნას წინ მაილი საირუსის პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო ფაქტები და იმედგაცრუებები უძღოდა. 31 წლის მომღერალი სკანდალის ეპიცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. დღეს მის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით:

მაილი საირუსი ბავშვობაში

მაილი საირუსი 1992 წლის 23 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატში, ნეშვილში დაიბადა. მისი მამა ცნობილი ქანთრი-მომღერალი ბილი რეი საირუსია, დედა კი მსახიობი – ლეტისია ჯინ საირუსი. მაილის დედას წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა, რომლებიც ბილი რეი საირუსმა იშვილა და საკუთარ შვილებთან ერთად აღზარდა. წყვილს, მაილის გარდა, კიდევ 2 საერთო შვილი – ვაჟი, ბრეისონი და გოგონა ნოა შეეძინა. ახალგაზრდა ვარსკვლავს კიდევ ერთი ნახევარძმა ჰყავს, მამის მხრიდან, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, დედასთან, კრისტინ ლაკისთან გაიზარდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მაილის და-ძმებმაც საკუთარი მომავალი შოუბიზნესს დაუკავშირეს. ზოგი მუსიკალურ ინდუსტრიაშია, ზოგი სამსახიობო და სამოდელო სფეროში. ერთ-ერთი მათგანი კი ჟურნალისტია.

მაილი საირუსი მშობლებთან და და-ძმებთან ერთად

როდესაც ბილი რეი საირუსი და ლეტისია ჯინ საირუსი დაქორწინებას აპირებდნენ, ბილის საკუთარმა აგენტმა ოჯახის შექმნა არ ურჩია და უთხრა, რომ კომერციულად წამგებიანი იქნებოდა. 1993 წლის 28 დეკემბერს, ქალიშვილის დაბადების შემდეგ, წყვილი ფარულად მაინც დაქორწინდა. იხილეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “ბავშვობა არ მქონია, 13 წლისა უკვე ვმუშაობდი” – მაილი საირუსის წარმატების გზა, გარდასახვა და რთული მომენტები. 9 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბავშვობა-არ-მქონია-13-წლის/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-28T21:06:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi