შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“ - დაღუპულ ოპერატორს...

„ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“ – დაღუპულ ოპერატორს მეგობრები იხსენებენ

ტელეკომპანია „იმედი“ კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება, რომელიც ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა.

კომპანიის თანამშრომლებმა „იმედის კვირაში“ გაიხსენეს მიშოსთან გატარებული უკანასკნელი წუთები.

„როგორც კი მიიღო გადარწვეტილება, ზუსტად 10 წუთში შემოვარდა ოთახში. „უნდა გადავუფრინო მთელ საქართველოსო“. ვკითხე, არ გეშინია-თქო? არა რა მეშინიაო, მე წავალ, მე გავფრინდებიო შერეკილებივითო.

ერთად ვემზადებოდით. ბევრჯერ დამირეკა, რამდენი ელემენტი წავიღო, კამერა ხომ არ გაიყინებაო. ემზადებოდა, ტრენინგები გაიარა, ბევრი აპარატურა წაიღო და ამბობდა, მე ვიქნები ოპერატორი, რომელიც გადაიღებს განსაკუთრებულ კადრებსო…

…აღტაცებით ელოდა ამ დღეს, ამბობდა, ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმია „80 დღე დედამიწის გარშემო“ და ბავშვობის ოცნებას ავუსრულებო…

…იმდენად მოწადინებული იყო, სულ რომ უარი გეთქვა, მაინც წავიდოდა. სხვანაირი შემართება ჰქონდა. ისეთი ბედნიერი იყო. ბოლოს კვირას ვნახე. წარმატებები ვუსურვე, უცებ შემობრუნდა კარებში, შემომხედა და შენც შენცო, როგორც იცოდა გამიღიმა და წავიდა…

…მთელი გზა, სანამ იფრინეს კონტაქტზე იყვნენ, მშვიდად ვართო…

…ზარი გადიოდა და არ გვპასუხობდა, მაგრამ ცუდზე არც გვიფიქრია.

…ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს. ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“, – აღნიშნავენ მიშოს კოლეგები და მეგობრები.

  რომელ რეგიონებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად უცხოელი ვიზიტორები საქართველოში? – 2025 წლის ტოპ მიმართულებები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი