საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 41 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 39.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დედაქალაქში დღეს დღისით 38, ხოლო ღამით 24 გრადუსია ნავარაუდევი.
„საქართველოს ტერიტორიაზე, ბარსა და მთიან რეგიონებში ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას – 38-39-41 გრადუსამდე. 31 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში უკვე ველოდებით ზოგან ხანმოკლე წვიმას ელჭექთან ერთად. მცირედით დაიკლებს ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოში პირველი აგვისტოდან მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექი“, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.
დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთGreentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi