ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტივასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია

ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ძიუდოისტმა ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) ფინალური შეხვედრა სერბ ველიჩკო ვარმიჩიჩთან დათმო.

მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მესამე მედალია. ბრინჯაოს მედლები საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ) მოიპოვეს.

21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

  „საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ. მათ დაემატება ოთხი ქვეყანა – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი“ - ირაკლი კობახიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი