ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ძიუდოისტმა ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) ფინალური შეხვედრა სერბ ველიჩკო ვარმიჩიჩთან დათმო.

მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მესამე მედალია. ბრინჯაოს მედლები საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ) მოიპოვეს.

21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია. 24 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვასილ-გამეზარდაშვილი-ევრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi