პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა"ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

“ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა” – კახა კალაძე 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კახა კალაძე 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა “იმედი ლაივში” განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში იქნება და “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაც გაიხსნება.

“მე გახლავართ ქალაქის მოქმედის მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, პრემიერ-მინისტრმა ამაზე ღიად ისაუბრა, რა თქმა უნდა, გვექნება ოფიციალური წარდგენა, დავასახელებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს, როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში.

ვესაუბრები ხალხს გამოწვევებზე, რომელიც აქტუალურია. “ქართული ოცნება” არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში მიიღებს 100%-ან გამარჯვებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ივნისს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი