პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემავაკის საცურაო აუზი მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვაკის საცურაო აუზი მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვაკის საცურაო აუზი მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ცვლილება, რომლითაც კომპანია “ავტოგრაფის” 100%-ის წილი ტაჯიკ ბიზნესმენს მირზო ჯამშედს გადაეცა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებაა და აუზის მართვას და განვითარებას იგივე მენეჯმენტი გააგრძელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ვაკის საცურაო აუზი გაიყიდა და მას ახალი მფლობელი ჰყავს. მოგახსენებთ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გარკვეული ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ აუზს ახალი მფლობელი ჰყავს და მისი ფუნქციონირება საფრთხის წინაშე დგას.

ვაკის საცურაო აუზი, ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისია და ის ამიერ კავკასიაში სიდიდით პირველ ადგილს იკავებს. გარდა სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს, თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს, სწორედ ამიტომ ჩვენ მის განვითარებასთან დაკავშირებით , დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი სურვილია რომ აუზი და კლუბი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მომავალში მრავალფეროვანი შესაძლებლობები შევტავაზოთ საზოგადოებას.

გვსურს დავამშვიდოთ ჩვენი კლუბის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი: ვაკის საცურაო აუზი აგრძელებს მუშაობას და არანაირი სხვა საკითხი დღის წესრიგში არ დგას,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვაკის საცურაო აუზი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე 49-ში მდებარეობს. აუზი 3196 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული.

ბიზნეს რეესტრის თანახმად აუზის აქტივები 18.6 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წელს მისი ამონაგები 5.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ობიექტი 1.9 მილიონი ლარის ზარალზე იყო.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „19 წლის წავედი სახლიდან.... იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება" - არჩილ სოლოღაშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი